სერუ გირასი
Aa
Aa

ლევანდოვსკის რეკორდიც დაამხო | ბუნდესლიგაში გირასის საოცარი სვლა გრძელდება

ბუნდესლიგის აქტიური მაყურებლისთვის სერუ გირასის სახელი უკვე სასიამოვნო მოულოდნელობასთან ასოცირდება. „შტუტგარტის“ ფორვარდს გასულ სეზონშიც კარგი სტატისტიკა ჰქონდა (24 მატჩში 12 გოლი და 1 ასისტი), მაგრამ მიმდინარე გათამაშება უბრალოდ ესქტრაორდინალურია და ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

წარმოიდგინეთ, გვინეელ თავდამსხმელს, 7 ტურის შემდეგ, 3 დუბლი, 2 ჰეთ-თრიქი და კიდევ ერთი გოლი აქვს. ვინ არ დაეთანხმება DAZN-ის კომენტატორს, რომელიც ამბობს, რომ გირასი ცხოვრების ფორმაშია?!

ტანმაღალმა შემტევმა გუშინ კიდევ ერთი შოუ დადგა. მისი გუნდი „ვოლფსბურგთან“ 0:1-ს აგებდა, 67-ე წუთიდან კი ერთი მსახიობის პერფორმანსი დაიწყო! მომდევნო 15 წუთში გირასიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მათ შორის, ორი გოლი საკმაოდ ლამაზ სტილში შეაგდო და რობერტ ლევანდოვსკის რეკორდი დაამხო.


ბუნდესლიგის საწყის 7 ტურში სერუ გირასის ანგარიშზე 13 გოლი, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი და ბუნდესლიგის ახალი რეკორდია!

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გირასი მიმდინარე სეზონის „ოქროს ბუცის“ ჩამონათვალსაც ლიდერობს - 13 გოლი. 

სრულიად შთამბეჭდავია თითოეულ ტურში მისი შეფასებები, მოდით, Sofascore-ის მაჩვენებელს გიჩვენებთ: 8.5; 6.5; 8.6; 10; 9.3; 7.7 და 9.8.

გირასის უკვე კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს, რადგან მას აქამდე ერთ ჩემპიონატში 12 გოლზე მეტი არასდროს გაუტანია. 27 წლის ფეხბურთელს 9 (2021-22 წ.) და 10-გოლიანი (2020-21 წ.) სეზონები ჰქონდა „რენში“, ასევე 9-გოლიანი (2019-20 წ.) – „ამიენში“, ხოლო 2015-16 წლებში „ოსერის“ მაისურით 8 გოლი შეაგდო.

გვინეელის „შტუტგარტიბუნდესლიგის ცხრილში გალიდერდა. „შვაბებს“ 18 ქულა აქვთ და პირველზე დარჩებიან, თუ ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენი“ ბოლოადგილოსან „კიოლნსვერ მოუგებს. შემდეგ ტურში, 21 ოქტომბერს, „უნიონ ბერლინი“-„შტუტგარტია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი