ხვიჩა კვარაცხელია, ფედე ვალვერდე
Aa
Aa

„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „ნაპოლი“ „რეალს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ცნობილმა იტალიურმა გაზეთმა, Il Mattino-მ დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა და მისი თამაში შეაფასა.

„როგორც ჩანს, კვარას მატჩის შედეგი სხვებზე მეტად აღელვებდა და სამწუხაროა, მისი დარტყმები ისეთი იღბლიანი რომ არ ყოფილა, როგორიც ვალვერდესი იყო. კვარაცხელიას უფრო სწრაფი გუნდიც უნდა ჰყავდეს და პრესინგია საჭირო, რომელიც ამ ნაპოლიში არ არსებობს. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად, მარტოს უწევს სიცარიელეში შეჭრა და წინ იმ იმედით მიდის, რომ თანაგუნდელები გაუგებენ.

როცა ვიქტორ ოსიმენი, სივრცის გათავისუფლებისა და კაცის გადაყვანის ნაცვლად, მისკენ მირბის, ხვიჩა ხვდება, რომ ეს ნაპოლი ამ წაგებაზე ბევრად ძლიერი გუნდია, მაგრამ მის მხრებზეც ბევრი შეცდომაა“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, ფედერიკო ვალვერდეს დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯერ ხარიხას, შემდეგ კი „ნაპოლის“ მეკარეს, ალეს მერეტს მოხვდა და კარში ამის შემდეგ აღმოჩნდა, „კვარას“ კი მიზნამდე ცოტა დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარის სადებიუტო გოლი - ალ ჰილალმა მაზანდარი დაამარცხა
ნეიმარის სადებიუტო გოლი - ალ ჰილალმა მაზანდარი დაამარცხა