შენგელიას 21 ქულა - თოკო საუკეთესო იყო და ვირტუსს გამარჯვებაში დაეხმარა
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ში თავისი პირველი შეხვედრა გამართა და სტუმრად „სკაფატის“ 81:75 მოუგო.
იტალიის სუპერ თასის მოგების შემდეგ, „ვირტუს ბოლონიამ“ წარმატებული სვლა განაგრძო და ამაში თავისი სოლიდური წვლილი შენგელიამაც შეიტანა.
თოკომ 25 წუთი ითამაშა, 21 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა დააფიქსირა და 1 პასიც მიითვალა. შენგელიამ 10-დან 7 ორქულიანი ზუსტად ისროლა, 2-და 1 სამიანი გამოიყენა და 5-დან 4 საჯარიმო. ასევე 4 ჯარიმა აიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
აქვე გეტყვით, რომ თოკომ სუპერ თასის ფინალში პარკეტზე 22 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 22 ქულას, 12 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. შედეგად კი მატჩის MVP გახდა.
„ვირტუს ბოლონია“ მეორე ტურის შეხვედრას 5 ოქტომბერს ევროლიგაზე „ჟალგირისის“ წინააღმდეგ გამართავს.