ოსკარს ჩინეთში აღარ უნდა
იტალიური პრესის ცნობით, ჩინური „შანხაი სიპგის“ ბრაზილიელი ლეგიონერი თავისი ამჟამინდელი საკლუბო კარიერით უკმაყოფილოა და ევროპაში დაბრუნება სურს.
ოსკარის ქმედება, რამდენიმე თვის წინ გამართული ერთ-ერთი მატჩისას, გუნდური ჩხუბის მიზეზი გახდა და ამ ფაქტის გამო ბრაზილიელი ვარსკვლავი ბევრი აკრიტიკეს.
ჩინეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონი ნოემბერში სრულდება და ოსკარს აზიის დატოვება სწორედ სეზონის დასრულების შემდეგ უნდა.
ამჟამინდელი ცნობებით, მისი გადაბირების სურვილს ტურინის „იუვენტუსი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გამოთქვამენ.
ოსკარი ჩინეთში მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა და შანხაურ კლუბში მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 25 მილიონი ევროა.