ვალენსია, გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინი მატჩის MVP გახდა - ტენერიფე ვალენსიასთან მაინც დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა. სამწუხაროდ, ვიდორეტას გუნდი ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ამჯერად ანგარიშით 86:94.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი და 29 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგიმ 21 ქულას, 7 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შერმადინმა 21-დან 14 ქულა 2-ქულიანებით დააგროვა, ხოლო 7 ქულა საჯარიმო ტყორცნებიდან. 7 მოხსნიდან ქართველმა კალათბურთელმა 4 საკუთარ ფარზე მიითვალა, ხოლო 3 მეტოქის. ვეტერანმა ცენტრმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ შედეგით, შერმადინი მატჩის MVP გახდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, „ტენერიფე“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. პირველ ტურში ვიდორეტას გუნდს „უნიკახამ“ აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილს კარში ერთხელ დაურტყეს - ვალენსია სოსიედადთან დამარცხდა
მამარდაშვილს კარში ერთხელ დაურტყეს - ვალენსია სოსიედადთან დამარცხდა