გიორგი მიქაუტაძე, ფეიენოორდი
Aa
Aa

აიაქსისა და ფეიენოორდის მატჩი დასრულდა - სტუმრებმა 4:0 მოიგეს

ამსტერდამის „აიაქსისა“ და „ფეიენოორდის“ გადადებული მატჩი ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრების აგრესიული პროტესტის გამო აღნიშნული დაპირისპირება 55-ე წუთზე შეწყდა. დღეს კი ზუსტად 55-ე წუთიდან გაგრძელდა.

შეწყვეტის დროს ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 0:3 იყო. შეხვედრის განახლებიდან ზუსტ 4 წუთში „ფეიენოორდმა“ მეოთხე გოლი გაიტანა. 59-ე წუთზე სანტიაგო ხიმენესმა გამოიჩინა.

მატჩი საბოლოოდ 4:0 დასრულდა. ამსტერდამულმა კლუბმა მორიგი უსახური შეხვედრა ჩაატარა და სატურნირო თვალსაზრისით მდგომარეობა გაიუარესა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე არ შეიყვანა.

ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა არასახარბიელოა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ნიდერლანდურმა მედიამ გვამცნო იმ ამბების შესახებ, რომელიც საკმაოდ იშვიათად ვრცელდება.

ცნობილი გახდა, რომ „აიაქსის“ მწვრთნელს და ხელმძღვანელობას გიორგის გადაყვანა არ სურდათ. ამის ინიციატორი მხოლოდ სპორტული დირექტორი იყო, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსში საკადრო ცვლილებები გრძელდება | სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე წავიდა
აიაქსში საკადრო ცვლილებები გრძელდება | სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე წავიდა