UEFA-მ ერთა ლიგა დააკომპლექტა! ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები?
დღეს, UEFA-მ ერთა ლიგის ჯგუფები ოფიციალურად დააკომპლექტა. საბოლოო რეიტინგი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ დაზუსტდა.
დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო D ჯგუფში იასპარეზებს.
ჩვენს კალათაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო და გიბრალტარი.
ზემოხსენებული 16 ნაკრები ოთხ ჯგუფად დაიყოფა და თითოეულში 4 გუნდი იქნება. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 24 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ D ჯგუფის ქვეყნებიდან აზერბაიჯანს, მაკედონიას, ბელორუსსა და საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვთ. ამის გამო, ისინი განთესილები არიან და ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.
ოთხგუნდიანი ჯგუფის 4 გამარჯვებული ნაკრები ერთმანეთში ევროპის ჩემპიონატის 1 საგზურს გაითამაშებს. გამარჯვებული პლეი ოფის შემდეგ გამოვლინდება და ევრო 2020-ზე გაემგზავრება.
ასევე, ზემოხსენებული გამარჯვებული გუნდი C დივიზიონში აღზევდება.
ჯგუფების სრული შემადგენლობა ასეთია:
