სამპაოლი:
Aa
Aa

სამპაოლი: "მსოფლიო ჩემპიონატი მესისთან ვალშია"

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მსოფლიო ჩემპიონატი მესისთან ვალშია. ლეო ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ახლა, გვაქვს შანსი, რომ მესის მის მოგებაში დავეხმაროთ. მე, ამაყი ვარ იმ სამუშაოთი, რაც ჩვენ ჩავატარეთ. მაღალი დონე ვაჩვენეთ. იმედი მაქვს, რომ იმ დროს, რომელიც მუნდიალამდე დაგვრჩა, შესათამაშებლად კარგად გამოვიყენებთ. ჩვენ ისეთივე კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ, როგორც ეს დღეს იყო".

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპი მე-3 პოზიციაზე დაასრულა და რუსეთის საგზური პირდაპირ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები