მილანი, ნიუკასლი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“მიზანი ჯგუფიდან გასვლაა“ - პიოლი ნიუკასლთან მატჩის წინ

2023/2024 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა იწყება. პირველ ტურში „მილანი“ „ნიუკასლს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

პიოლი:

„წაგებული დერბის შემდეგ, კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ. ის მატჩი უკვე წარსულია და ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგა კარგად დავიწყოთ. ვიცი, რომ ძლიერი გუნდის მწვრთნელი ვარ და ამ გუნდს წაგებაზე სწორი რეაგირება ექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოზიტიური სეზონი გვქონდეს.

გაუმჯობესება ფინალში გასვლას ნიშნავს, მაგრამ ჯერ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. ადვილი მატჩები არ გველოდება. მცირედით, მაგრამ ფავორიტი მაინც „პარი სენ ჟერმენია.“ მიუხედავად ამისა, არიან გუნდები, რომლებთანაც შესაძლოა პრობლემა შეგვექმნას.  „ნიუკასლმა“ შექმნა გუნდი, რომელსაც სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული იყოს. ტონალისთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება. მას თავის გუნდში წარმატებას ვუსურვებ.“

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნიუკასლის“ დაპირისპირება 19 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოედანზე სიხარულით აღარ გადიან - ვენტურა ნაპოლის ფეხბურთელებზე
მოედანზე სიხარულით აღარ გადიან - ვენტურა ნაპოლის ფეხბურთელებზე