ლიონელ მესი
Aa
Aa

ყველა ტკბილეული მიყვარს - მესი თავის ჩვევებსა და რიტუალებზე

ლიონელ მესიმ არგენტინულ TN-თან ინტერვიუში თავის ჩვეულებებზე ისაუბრა. აღნიშნა რომ ყველანაირი ტკბილეული  უყვარს, თუმცა ცდილობს ნაკლებად მიიღოს. მესის თქმით, ოჯახის თითოეულ წევრს მაგიდასთან თავისი ადგილი აქვს და ყოველთვის თავის ადგილზე სხდებიან.

მესი: „ბევრი რიტუალი მაქვს. დაწოლამდე ყველა ნივთს მაგიდაზე ვდებ, შემდეგი დღისთვის ვამზადებ.

სახლში მისვლისას ფეხსაცმელს ვიხდი, ჩუსტს ვიცვამ. ასე ვიქცევი როგორც სახლში, ასევე ძალიან ახლობელთან სტუმრობისას. სხვა რიტუალებიც მაქვს, მაგრამ სჯობს სხვებზე არ ვისაუბრო.

საუზმე... თითოეული თავის ადგილზე ზის. მე ყოველთვის ჩემზე ადგილზე ვჯდები. მაგიდასთან თითოეულს საკუთარი ადგილი აქვს - ბიჭებს, ანტონელას, მე.

საჭმელთან მიმართებაში ძალიან უპრეტენზიო ვარ: შემწვარი, პასტა, შოკოლადი, „მილანური ჩოპი’’,  „დულჩე დე ლეჩე“ (თევზის დესერტი ესპანეთში, პორტუგალიასა და ლათინურ ქვეყნებში), ნაყინი.

ყველა ტკბილეული მიყვარს, შემიძლია ყველაფერი ვჭამო, მაგრამ ვცდილობ ნაკლები მივირთვა.

მატე? თბილი და მწარე. ვსვამ როგორც ტკბილ, ასევე მწარე სასმელებს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები