„ხვიჩას ჟესტი არაპროფესიონალური იყო“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
„ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელ კალაიომ Canale 21-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტზე ისაუბრა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა „ჯენოასთან“ მატჩის დროს, შეცვლის შემდეგ რუდი გარსიას მისამართით გააკეთა.
რა თქვა კალაიომ:
ვფიქრობ, ეს ჟესტი პროფესიონალური არ იყო. როდესაც მოედანზე შენი თანაგუნდელი შემოდის და შენ უკვე დიდ ფულს გამოიმუშავებ, მას, ისევე როგორც მწვრთნელს პატივი უნდა სცე. მაგრამ როდესაც ანგარიში 2:2 არის და თამაშის დამთავრებამდე 4 წუთია დარჩენილი, კვარას ასეთ დროს შეუძლია რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს, ან პენალტი მოიპოვოს. ასეთ დროს ძერბინის შემოყვანას, რომელსაც არასდროს უთამაშია, რა აზრი აქვს?
Kvaratskhelia al momento del cambio, non benissimo come sintomo#GenoaNapoli pic.twitter.com/cjw9Q7TQpH
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) September 16, 2023
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში, „ნაპოლი“ „ჯენოასთან“ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა, მატჩის გადარჩენა მაინც შეძლო და ფრედ, 2:2 ითამაშა. ხვიჩამ კი მოედანი 88-ე წუთზე შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა.