ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

მორიგი კარგი მატჩი - ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

იტალიის სერია B-ს მე-4 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „რეჯიანას“ ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მასპინძლები მე-15 და 23-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0-ს იგებდნენ და ტაიმი მათ სასარგებლოდაც დაასრულეს.

მეორე ნახევარში „კრემონეზემ“ ჯერ 66-ე წუთზე მიკელე კოლოკოლოს გოლით ჩამორჩენა შეამცირა, 87-ე წუთზე კი მასიმო კოდამ ანგარიში გაათანაბრა.

რაც შეეხება ლოჩოშვილს, ის კვლავ ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. ქართველი ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეფასება 7.7 დაიმსახურა. „კრემონეზედან“ მასზე მეტი მხოლოდ მარცხენა მცველს სერნიკოლას ჰქონდა (8.2).

აღსანიშნავია, რომ ლუკა შეტევებში გუნდს აქტიურად ეხმარებოდა და წინ ხშირად ადიოდა. ერთ-ერთი იერიშისას გოლიც გაიტანა, თუმცა ვიდეო რეფერიმ გააუქმა.


იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ლოჩოშვილი გუნდელს კარგად გაეხსნა და გატანაც შეეძლო, თუმცა პასი არ გაუკეთეს, რაზეც ქართველს მწვავე რეაქცია ჰქონდა.


ლოჩოშვილისთვის ეს სასტარტოში ზედიზედ მესამე მატჩია. ლუკამ სეზონი კარგად დაიწყო და მხოლოდ პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა.

„კრემონეზე“ 4 ტურის შემდეგ, 6 ქულით მე-9 ადგილზეა და ლიდერთა სამეულს 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ძერბინი თამაშს იმსახურებდა“ - გარსიამ ხვიჩას შეცვლაზე ისაუბრა
“ძერბინი თამაშს იმსახურებდა“ - გარსიამ ხვიჩას შეცვლაზე ისაუბრა