როი კინი, რიო ფერდინანდი, სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

„ფერგი როი კინს მაგრად ეჩხუბა“ | ფერდინანდმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელთან, სერ ალექს ფერგიუსონთან დაკავშირებით, საინტერესო ისტორია გაიხსენა. რიომ „ფერგისა“ და როი კინს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა, რომლის გამოც, ირლანდიელს „ოლდ ტრაფორდი“ დაატოვებინეს და „სელტიკში“ გაუშვეს.

„შაბათს თამაში გვქონდა და მატჩის შემდეგ, ირჩევდნენ ერთ ფეხბურთელს, რომელსაც MUTV-ისთვის (მანჩესტერის ტელევიზია) შეხვედრის ანალიზი უნდა გაეკეთებინა. მიდლსბროსთან დავმარცხდით და ყველამ საზიზღრად ვითამაშეთ. კინმა ვიდეოანალიზი გააკეთა და მთელი გუნდი, მათ შორის მე, გაანადგურა. ყველა ფეხბურთელზე ინდივიდუალურად ილაპარაკა და ყველა მათგანი მიწასთან გაასწორა.

როის ანალიზის ეთერში გაშვებამდე, ის მთავარ მწვრთნელს ანახეს და ფერგიმ თქვა, რომ ეს ვიდეო სამარცხვინო იყო და მისი გავრცელება არ შეიძლებოდა. საწვრთნელ ბაზაზე შეკრება დანიშნა და მის ოფისში მივედით, რის შემდეგაც, ვიდეოს ვუყურეთ. მისი დასრულების შემდეგ, ფერგიუსონი ადგა, როის მიმართა და უთხრა: „ამას როგორ ბედავ? ერთადერთი ვარ, ვისაც ჩვენს ფეხბურთელებზე საჯაროდ ასე ლაპარაკი შეუძლია“.

კინმა პასუხი დაუბრუნა, რის გამოც, მათ შორის უმწვავესი დაპირისპირება მოხდა. მეორე დღეს, საწვრთნელ ბაზაზე მივედით, ფერგიმ შეგვკრიბა და გვითხრა, რომ როი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით ვერასდროს ითამაშებდა. „სანამ აქ ვარ, ეს არასდროს მოხდება. მისთვის ყველაფერი დასრულებულია! მორჩა!“, - თქვა ფერგიუსონმა, შემდეგ კი თითქოს არაფერი მომხდარაო, ვარჯიში დაგვაწყებინა“.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1993 წელს გადავიდა და „ოლდ ტრაფორდზე“ 2005 წლამდე დარჩა. „სელტიკში“ იგი 1 წლის განმავლობაში თამაშობდა და 2005 წელს, კარიერა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის მებრძოლი: „თუ ვინმეს ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია, ეს ილიაა“
UFC-ის მებრძოლი: „თუ ვინმეს ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია, ეს ილიაა“