თემურ ქეცბაია, კვიპროსის ფეხბურთელთა ნაკრები, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„რთული თამაში იქნება, განსაკუთრებით ესპანეთის ბოლო მოგების შემდეგ“ - ქეცბაია

ხვალ, კვიპროსის ნაკრები თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე, კვიპროსელთა ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ.

რა თქვა ქეცბაიამ:

შოტლანდიასთან რთული მატჩის შემდეგ, ესპანეთთან თამაში კიდევ უფრო რთული იქნება. მით უმეტეს მაშინ, რაც გასვლით შეხვედრაში მათ საქართველო 7:1 დაამარცხეს. კარგია, რომ ერთით მეტი დასვენების დღე გვქონდა და ვიმედოვნებ, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან კარგ თამაშს ვაჩვენებთ. ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გუნდია, ეს კი ჩემი ბიჭებისთვის მოტივაცია იქნება.

ვფიქრობ, ჩემს გუნდს ღირსეულად შეუძლია ესპანეთისთვის თვალებში ჩახედვა. თამაშის სირთულეები შესახებ კარგად ვიცით, მაგრამ სანამ მოედანზე არ შევალთ, დაკარგულიც არაფერი იქნება. გუნდში მოტივაციის პრობლემა არ არის. როდესაც მოედანზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გუნდის პირისპირ დგახარ, მეტი მოტივაცია აღარ უნდა გჭირდებოდეს. იმედი მაქვს, ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმალურ ვნებას გამოიჩენენ და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და კვიპროსის ნაკრებების დაპირისპირება 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრებმა ოსლოში, „ულევაალ სტადიონზე“ ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა ოსლოში, „ულევაალ სტადიონზე“ ივარჯიშა