მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჯამაჰალ ჰილი
Aa
Aa

მერაბი: „ომალი ღირსეული ჩემპიონი უნდა იყოს და საუკეთესოებს ეჩხუბოს“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ჯამაჰალ ჰილის გადაცემაში იყო მიწვეული. „მანქანამ“ სამომავლო გეგმებსა და სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„შონ ომალი ჩიტო ვერას გამოწვევას განაგრძობს, რომელიც ტოპ 15-ში მეექვსე პოზიციას იკავებს და ზედიზედ მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული. ომალის პატივს ვცემ და კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემპიონობამდე ტოპ 15-ს მიღმა მყოფ მეტოქეებს ეჩხუბებოდა, ახლა კი ქამარი აქვს და ვითარება უნდა შეიცვალოს.

ომალიმ სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონს პატივი უნდა სცეს, ღირსეული ჩემპიონი იყოს და საუკეთესო მებრძოლებს შეხვდეს. თუ ალჯამეინ სტერლინგს რემატჩი არ მისცეს, მაშინ მომდევნო მე უნდა ვიყო და ეს საკითხავიც არაა“.

საინტერესოა, რომ „მანქანის“ პოზიცია ჯამაჰალ ჰილმაც გაიზიარა, მაგრამ დასძინა, რომ ესმის, ომალი მერაბთან ჩხუბს თავს რატომ არიდებს. ჰილის მიხედვით, „შუგა“ თვლის, რომ „ჩიტო“ ვერასთან ბრძოლა უფრო გაყიდვადი იქნება და დიდ ფულს მოუტანს, რის გამოც, ეს არჩევანი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: რუდი გარსიამ კვარა MVP-ის ფორმატში უნდა დააბრუნოს
Gazzetta: რუდი გარსიამ კვარა MVP-ის ფორმატში უნდა დააბრუნოს