ინიესტა: " ჩვენ მშვიდობიან ცხოვრებას ვიმსახურებთ"
კატალონიაში მიმდინარე მოვლენებმა საფეხბურთო სამყაროც მოიცვა. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი უკვე ბევრმა ფეხბურთელმა, თუ მწვრთნელმა გააკეთა.
დღეს, Sport-თან საუბრისას ამ თემას ანდრეს ინიესტაც შეეხო და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"რთული სიტუაციების საჯაროდ შეფასება არ მიყვარს, მაგრამ ერთი რამ ნათლად მესმის. სანამ, ამ ვითარებით მეტი ზიანი არ გამოგვიწვევია საჭიროა, რომ დიალოგი შედგეს. ისინი, ვისაც ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მათ აუცილებლად მოლაპარაკებების გამართვა მართებთ. გააკეთეთ ეს ყველა ჩვენთაგანისთვის. ჩვენ მშვიდობიან ცხოვრებას ვიმსახურებთ."
როგორც ხედავთ, თავისი მოსაზრება ანდრეს ინიესტამაც დააფიქსირა, რომელიც ასეთ სიტუაციებში ძირითადად დუმილს ამჯობინებს ხოლმე.