გიგა ჭიკაძე, იაირ როდრიგესი
Aa
Aa

„Mortal Kombat-ის მსგავსი ჩხუბი იქნება“ | ჭიკაძემ იაირ როდრიგესი გამოიწვია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ MMA Underground-ის ჟურნალისტს, ჯონ მორგანს ინტერვიუ მისცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ნინძამ“ სასურველი მეტოქე დაასახელა და განაცხადა, რომ იაირ როდრიგესთან ბრძოლის გამართვა უნდა.

„ჩემს მენეჯერს ველაპარაკე და მითხრა, რომ იაირ როდრიგესთან ჩხუბი შესაძლებელია. შონ შელბისთან, UFC-სთან და მატჩმეიკერებთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. დარწმუნებული ვარ, მათ ჩემი ბრძოლისშემდგომი განცხადება ნახეს და კარგად გაიგეს, რაც ვთქვი. 16 დეკემბერი იდეალური ვარიანტია, რათა ყველამ შესანიშნავი შოუ იხილოს და ვიცი, რომ UFC-ის მიზანია, ამ დღეს ჩანიშნულ ღონისძიებაზე მაგარი ქარდი ჰქონდეს.

ჩემი და იაირის ჩხუბი არის ბრძოლა, რომლის 16 დეკემბერს ჩანიშვნასაც აზრი ნამდვილად აქვს. ეს Mortal Kombat-ის მსგავსი მორიგი ჩხუბი იქნება, რადგან ისიც ნინძაა. ეს არის ბრძოლა, რომელიც როგორც MMA-ის გულშემატკივარმა, ძალიან მინდა, ვნახო. მგონია, რომ ოქტაგონზე ყოფნით დიდ სიამოვნებას მივიღებ და იაირიც იგივე მდგომარეობაში იქნება“.

ცნობისთვის, იაირ როდრიგესმა ბოლო ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის გამართა და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დამარცხდა. იგი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერია, გიგა კი მერვე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის, პრობლემა რა არის“ | დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა
„არ მესმის, პრობლემა რა არის“ | დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა