სერხიო რამოსი, ალ იტიჰადი
Aa
Aa

რამდენიმე საათი პასუხისთვის - ალ იტიჰადი რამოსს ელოდება

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსი ამ დრომდე გუნდის გარეშეა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი ძალიან ცოტა დარჩა.

AS-ის ინფორმაციით, „ალ იტიჰადი“ ვეტერანი ესპანელის გადაბირებას ცდილობს და სუპერ პირობებს სთავაზობს, თუმცა კონკრეტული ციფრები არ სახელდება. წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის არაბული კლუბი სერხიოს პასუხს ელოდება.

„რეალის“ ყოფილ კაპიტანს ცოტა დრო აქვს, რადგან უარის შემთხვევაში „ალ იტიჰადი“ ლუის ფელიპეზე გადაერთვება. აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში გავიგებთ, თუ რას გადაწყვეტს რამოსი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ცენტრალური მცველი მოლაპარაკებას „გალათასარაისთან“ აწარმოებდა, თუმცა ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ახალი ცნობები არ გაჩენილა.

ასევე შეგახსენებთ, სერხიომ ბოლო ორი სეზონი „პარი სენ ჟერმენში“ გაატარა და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამუდამოდ თქვენი მეფე გიორგი“ | მიქაუტაძე მეცს დაემშვიდობა
„სამუდამოდ თქვენი მეფე გიორგი“ | მიქაუტაძე მეცს დაემშვიდობა