კარიმ ბენზემა, ალ იტიჰადი, ნუნუ ესპირიტუ სანტუ
Aa
Aa

სანტუ: “კოფნლიქტი კარიმთან? ყველაფერი სისულელეა“

რამდენიმე დღის წინ, სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ „ალ იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელს ნუნუ ესპირიტუ სანტუს და კარიმ ბენზემას კარგი ურთიერთობა არ აქვთ. ამ ყველაფერს პორტუგალიელი სპეციალისტი გამოეხმაურა და კომენტარი გააკეთა.

სანტუ:

„ერთი რაღაც მკაფიოდ მინდა ვთქვა. პრესაში წავიკითხე, რომ კარიმთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს. ვინც კარგად მიცნობს იცის, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ძლიერი ჯგუფური ერთიანობა გვაქვს. თითოეული მოთამაშით კმაყოფილი ვარ. ასევე, მოხარული ვარ, რომ ბენზემა ჩვენთან არის.

თუ კარგად დააკვირდებით, კარიმი მოედანზე საკმაოდ ბედნიერია. მას სიამოვნებს „ალ იტიჰადში“ თამაში. მესმის ეს სპეკულაციები საიდან წამოვიდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩვენ ძალიან ძლიერი ჯგუფი ვართ და პრობლემები არ გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპირიტუ სანტუმ განაცხადა, რომ ბენზემას ტრანსფერი მას არ მოუთხოვია და ფრანგი სუპერვარსკვლავი მის სათამაშო სტილში არ ჯდება.

ასევე ვრცელდებოდა ხმები, რომ კარიმს კაპიტნის სამკლავური სურდა და ამაზე პორტუგალიელი მწვრთნელი წინააღმდეგი იყო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები