კარიმ ბენზემა, ალ იტიჰადი, ნუნუ ესპირიტუ სანტუ
Aa
Aa

ესპირიტუ სანტუ: “ბენზემა ჩემს სათამაშო სტილში არ ჯდება“

 

კარიმ ბენზემა არაბული კარიერა შესანიშნავად დაიწყო და რამდენიმე ეფექტური გოლი გაიტანა, თუმცა ახლა ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც დაიწყო.

მაგალითად, „ალ იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ ამბობს, რომ ფრანგი თავდამსხმელი მის სათამაშო სტილში არ ჯდება.

რა თქვა სანტუმ?

„კარიმ ბენზემა ჩემს სათამაშო სტილში არ ჯდება. ხელმძღვანელობისთვის მისი ტრანსფერი მე არ მითხოვია.“

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა კაპიტნის სამკლავური მოითხოვა, რაზეც ესპირიტუ სანტუმ უარი უთხრა. ეს ყველაფერი კი არასასიამოვნო სიტუაციას ქმნის.

Goal.Com-ის ინფორმაციით, გუნდში ახლა დაძაბული სიტუაციაა. კარიმ ბენზემა და პორტუგალიელი სპეციალისტი ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებიან. ჯერჯერობით უცნობია ხელმძღვანელობის პოზიცია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ალ იტიჰადი“ ბენზემას კოლოსალურ თანხებს უხდის, შესაძლოა ესპირიტუ სანტუ ამ კონფლიქტს შეეწიროს და გუნდიდან გაუშვან.

ცნობისთვის, კარიმ ბენზემამა არაბულ კლუბში ჯერჯერობით 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განრისხებული რონალდუ | ალ-ნასრმა შაბაბ ალ-აჰლი დიდ ბრძოლაში დაამარცხა
განრისხებული რონალდუ | ალ-ნასრმა შაბაბ ალ-აჰლი დიდ ბრძოლაში დაამარცხა