დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი
Aa
Aa

ხოჭოლავას კოპენჰაგენი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის ფლეი-ოფში „რაკუვი“ შინ „კოპენჰაგენთან“ 0:1 დამარცხდა. ანგარიში დანიის ჩემპიონმა მე-9 წუთზე ბოგდან რაკოვიცანის ავტოგოლით გახსნა, ეს გოლი ამ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა. დანიურ კლუბს ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით ხოჭოლავა ვერ ეხმარება.

საპასუხო მატჩი „პარკენზე'' 30 აგვისტოს გაიმართება. თუ „კოპენჰაგენი“ პოლონურ ბარიერს გადალახავს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს დავით ხოჭოლავას ოპერაცია ჩაუტარდა, მან გრძელვადიანი სარეაბილიტაციო კურსი უნდა გაიაროს. ოპერაციის დასრულების შემდეგ „კოპენჰაგენის“ ექიმმა, ჯეიკობ ნისტრაფმა განაცხადა:

„დავითი პირველი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მას მეორე ფეხის მუხლზეც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ოპერაცია ახლა ჩაგვეტარებინა, რათა მომავალში უფრო დიდი რისკი თავიდან აგვეცილებინა. ოპერაციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. ახლა ხოჭოლავამ უნდა დაისვენოს და რეაბილიტაციის კურსი გაიაროს.

რა თქმა უნდა, დავითისთვისაც და ჩვენთვისაც სამწუხაროა, რომ დიდებული დაბრუნების შემდეგ, ოპერაცია ისევ დასჭირდა. ჩვენ ვიცით, რომ ის ძლიერი ადამიანია, რომელიც კვლავ დაბრუნდება, მაგრამ ახლა ეს სარეაბილიტაციო კურსი მისთვის მძიმე იქნება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები