საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ლუკა წულაია, ანდრია ხოროიშვილი
Aa
Aa

წულაიას და ხოროიშვილის გოლები - საქართველო (U17) პოლონეთთან დამარცხდა

პოლონეთში, ვარშავაში, 17-წლამდე ნაკრებებს შორის საერთაშორისო ტურნირი იმართება. სირენკას თასზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი პოლონეთთან გამართა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 4:2.

ანგარიში 26-ე წუთზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კაპიტანმა ლუკა წულაიამ გახსნა. ამ მომენტში პოლონელთა მეკარე აშკარად შეცდა. პოლონელებმა ანგარიში 36-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი კამილ იაკობჩიკის ანგარიშზეა.

66-ე წუთზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, არბიტრმა გიგი გლუნჩაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.

67-ე წუთზე სტანისლავ გიერობამ პოლონეთის ნაკრები დააწინაურა - 2:1. 79-ე წუთზე გიერობამ დუბლი შეასრულა - 3:1.

82-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ანდრია ხოროიშვილმა სხვაობა შეამცირა - 3:1.

მატჩის საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე პატრიკ შაზურმა დააფიქსირა - 4:2.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პოლონეთთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ასანიძე, გლუნჩაძე, ხარებაშვილი, ამისულაშვილი, გვასალია, ელისაშვილი (ქუთათელაძე 81), წულაია, რატიანი (ჩუბინიძე 81), გოგილაშვილი (ჩიქოვანი 57), სალია, დოლტმურზიევი (ხოროიშვილი 68)

მიმდინარე ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პირველ შეხვედრაში რუმინეთთან 1:3 დამარცხდა. მესამე ტურში გიორგი ჩიტაურის გუნდი უელსს შეხვდება (24 აგვისტო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები