BBC: ბეილი საქართველოსთან და ირლანდიასთან გამოირიცხა!
Aa
Aa

BBC: ბეილი საქართველოსთან და ირლანდიასთან გამოირიცხა!

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო BBC-ს ცნობით, გარეტ ბეილის საქართველოსთან და ირლანდიასთან თამაში გამორიცხულია.

ბეილის ნაკრებს გუშინ შეუერთდა, თუმცა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. მას იმედი ჰქონდა, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩებში ეროვნული გუნდის დახმარებას შეძლებდა, მაგრამ რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ ტრავმა ამის საშუალებას არ მისცემს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში უელსის ნაკრები 14 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. მას ირლანდია 1 ქულით ჩამორჩება, რომელთანაც 9 ოქტომბერს საშინაო არენაზე ითამაშებს, იქამდე კი, 6 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ბეილის გარეშე უელსის ნაკრებს 2013 წლის შემდეგ არ მოუგია. ბრიტანელებმა მაშინ მაკედონიის ნაკრებს აჯობეს.

მსგავსი სიახლეები