გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი
Aa
Aa

„შედარებით უცნობი გუნდია“ | Fadeaway World-მა საქართველოს ნაკრებზე დაწერა

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა, Fadeaway World-მა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაწერა და გუნდები სიძლიერის მიხედვით დაალაგა. საქართველოს ნაკრები 23-ე ადგილზე აღმოჩნდა და Fadeaway World-მა ჩვენს გუნდზე მოკლედ ისაუბრა.

„საქართველო შედარებით უცნობი ნაკრებია, თუმცა ქართველები ევრობასკეტზე რეგულარულად ასპარეზობენ და ბოლო 5 წლის განმავლობაში, მერვედფინალში ორჯერ გავიდნენ. თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გუნდის ბირთვს წარმოადგენენ, NBA-ის კალათბურთელი, გოგა ბითაძე კი საქართველოს ნაკრებს უკეთესს ხდის. ბითაძე სიმაღლეში 211 სანტიმეტრია, 111 კილოგრამს იწონის და სამწამიანში მეტოქეებისთვის პრობლემა იქნება“.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ერთად იმყოფება. Fadeaway World-ის მიხედვით, სლოვენია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. ვენესუელა ჩვენზე ერთი პოზიციით უკანაა, კაბო ვერდე კი 31-ე გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით, 12:00-ზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. 28-ში, 15:30-ზე, სლოვენიას შევხვდებით, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 30-ში, 12:00-ზე, ვენესუელასთან გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედმა მეისონ გრინვუდი გუნდიდან გაუშვა
მანჩესტერ იუნაიტედმა მეისონ გრინვუდი გუნდიდან გაუშვა