"სკუადრა აძურას" ვერატისა და დე როსის შემდეგ ბელოტიც გამოაკლდა
იტალიური „ტორინოს“ ვარსკვლავი ანდრეა ბელოტი სერია A-ს მორიგ ტურში „ვერონასთან“ მატჩისას დაშავდა.
მას გუშინ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც დაადგინა, რომ „გრანატას“ ლიდერს მინიმუმ 4 კვირის გამოტოვება მოუწევს.
ბელოტის იტალიის ნაკრებში „კიევოს“ ფორვარდი რობერტო ინგლეზე ჩაანაცვლებს. „სკუადრა აძურას“ ტრავმების გამო მარკო ვერატი, ლორენცო პელეგრინი და დანიელე დე როსიც გამოაკლდნენ.
იტალიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, პარასკევს მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო ორშაბათს ალბანეთს ეწვევა.