კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე, ალ ნასრი, ლუის კასტრო
Aa
Aa

მწვრთნელს შეცლიან? - ალ ნასრის 2-დან 2 მარცხი ჩემპიონატში

მას შემდეგ, რაც „ალ ნასრიმ“ საუდის არაბეთის თასი მოიგო, სეზონი ცუდად დაიწყო. არაბეთის ჩემპიონატში უკვე ორი ტური ჩატარდა და „ალ ნასრიმ“ ორივე წააგო.

პირველ ტურში რონალდუს გუნდი სტივენ ჯერარდი „ალ ეტიფაქს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი სადიო მანემ გაიტანა.

მეორე ტურში კი „ალ ნასრი“ ყველასთვის მოულოდნელად „ალ ტაავონთან“ 0:2 დამარცხდა. ასეთი შედეგების ფონზე სპორტულ მედიაში მწვრთნელის შეცვლაზე გაჩნდა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ლუის კასტრო არაბულ კლუბში რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა რუდი გარსია ჩაანაცვლა, რომელიც ამჟამად „ნაპოლის“ დამრიგებელია.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სიტუაცია, თუ არ გამოსწორდება ლუის კასტროს გაათავისუფლებენ, თუმცა ჯერჯერობით მისი შემცვლელის ვინაობა არ დასახელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანავარო: “ნაპოლის ჩემპიონობა უნიკალური მაგიის შედეგი იყო“
კანავარო: “ნაპოლის ჩემპიონობა უნიკალური მაგიის შედეგი იყო“