ამერიკელი მოკრივე აწონვის ცერემონიაზე პუტინის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა
Aa
Aa

ამერიკელი მოკრივე აწონვის ცერემონიაზე პუტინის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა

ამერიკელი მოკრივე, კევინ ჯონსონი ბრძოლისწინ გამართულ აწონვის ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა. 43 წლის მოკრივის მაისური რუსეთის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, წინა მხარეს კი ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის ფოტო გახლავთ დატანილი.

43 წლის მოკრივე პუტინის დიდი გულშემატკივარია. რამდენიმე დღის წინ, მან რუსულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ პუტინის პატივსაცემად, გვარს იცვლის. ამასთან, იგი აპირებს, რუსეთის მოქალაქე გახდეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდეს.

„ვლადიმირ პუტინის პატივსაცემად, გადავწყვიტე, გვარი შევიცვალო და კევინ ვლადიმიროვიჩი გავხდე. სერიოზულად ვამბობ, არ ვხუმრობ. 100 პროცენტით რუსი ვარ. აშშ-დან ვარ, სადაც ხალხი სისულელეებს ამბობს და იტყუება. რუსეთში ყველაფერი პირიქითაა. მინდა, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდე და რუსეთის მოქალაქე გავხდე“, - განაცხადა ჯონსონმა რუსულ პრესასთან საუბრისას.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჯონსონი მომდევნო ბროლას 18 აგვისტოს, რუსეთში, რუსი მოკრივის, მარკ პეტროვსკის წინააღმდეგ გამართავს. ჯონსონს კარიერაში 36 გამარჯვება აქვს და ტაისონ ფიურის, დერეკ ჩისორას, ენდი რუის ჯუნიორისა და ენტონი ჯოშუას მსგავსი მოკრივეების წინააღმდეგ უჩხუბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფამ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა
უეფამ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა