საქართველო - უელსის მატჩს სკანდალურად ცნობილი ესპანელი არბიტრი იმსაჯებს
Aa
Aa

საქართველო - უელსის მატჩს სკანდალურად ცნობილი ესპანელი არბიტრი იმსაჯებს

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეცხრე მატჩს, საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს უელსის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

დაპირისპირებას ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრი სკანდალურად ცნობილი ხესუს ხილ მანსანო იქნება.

33 წლის მანსანომ, ყურადღება ლა ლიგის გასულ სეზონში მიიქცია, როდესაც "ვილიარეალი" - "რეალის" შეხვედრა იმსაჯა და შეცდომებიც ბლომად დაუშვა. მადრიდელებმა ის მატჩი 3-2 მოიგეს. ესპანური პრესის აზრით, საბოლოო ანგარიშზე გავლენა მთავარი არბიტრის შეცდომებმა იქონიეს.

აქვე გეტყვით, რომ ხესუს ხილ მანსანომ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ანდერლეხტი" - "სელტიკის" (0-3) მატჩი იმსაჯა.

მსგავსი სიახლეები