გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, თორნიკე შენგელია, ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთის ნაკრები
Aa
Aa

შენგელიას ორმაგი დუბლი - საქართველომ იორდანია 17 ქულით დაამარცხა

კალათბურთში, თბილისის საერთაშორისო თასის 2023 წლის გათამაშების ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იორდანია 17-ქულიანი სხვაობით 86:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, მის ანგარიშზე 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასია. მას სამმაგ დუბლამდე 4 პასი დააკლდა.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მის აქტივში 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასია. ასევე საინტერესოა, რომ მამუკელაშვილმა 4 სამქულიანი ზუსტად შეასრულა. გოგა ბითაძე ილიას ზუროსის გუნდს 13 ქულით დაეხმარა.

სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ალ  დვაირის ანგარიშზეა - 16.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში მონტენეგრომ ირანს 81:66 მოუგო. მესამე ადგილისთვის მატჩში ირანი იორდანიას შეხვედრა, ხოლო ფინალში საქართველო მონტენეგროს დაუპირისპირდება. ასევე გეტყით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი ავსტრალიასთან 22 აგვისტოს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები