პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა, ლუის ენრიკე
Aa
Aa

საუკეთესო საკლუბო მწვრთნელები - ESPN-ის რეიტინგი

ESPN-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას ჟურნალისტი ტორ-კრისტიან კარლსენი 6 კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა. ესენია: სამწვრთნელო ცოდნა, სტილი, მართვის უნარი, კომუნიკაციების უნარი, რეზიუმე/მიღწევები და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

რეიტინგში არ არიან შეყვანილები ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები [მაგალითად, იურგენ კლოპი] და ასევე ის სპეციალისტები, რომლებიც ერთ წელიწადზე მეტია, უგუნდოდ არიან [მაგალითად, ტიაგო მოტა და ჩავი].

როგორც მოსალოდნელი იყო, რეიტინგის სათავეში პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკეა. ჯამში 6 კრიტერიუმის შეფასებით ESPN-მა ენრიკე 100-დან 87 ქულით შეაფასა. საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდნენ პეპ გუარდიოლა (85 ქულა) და მიკელ არტეტა (78 ქულა).

„ლუის ენრიკემ იცის, რა არის საჭირო გამარჯვებისთვის. გასულ სეზონში მან აჩვენა, რომ წარმატება თავისით არ მოდის. 2024-25 წლების პსჟ დაუღალავი პრესინგით, ბურთის ფლობითა და სწრაფი შეტევებით გამოირჩეოდა, თუმცა 2025-26 წლების გუნდის დამარცხება კიდევ უფრო რთული იყო. მაგალითად, „ბაიერნთან“ ნახევარფინალებში პსჟ ორი მატჩის ჯამში ბურთის ფლობის 40%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა კონტრშეტევებზე გერმანელების დამარცხება (6:5) მათ მაინც შეძლეს.

აღსანიშნავია ისიც, როგორ გააძლიერა ენრიკემ შეტევა. პსჟ აღარ არის დამოკიდებული 3 რომელიმე შემტევზე, გოლები კი უსმან დემბელეს, ხვიჩა კვარაცხელიას, გონსალო რამუშს, დეზირე დუეს, ბრედლი ბარკოლას, ლი კანგინსა და სენი მაიულუს გაჰქონდათ. პსჟ-ს შეტევა უფრო მრავალმხრივი გახდა, სათადარიგოები კი უფრო ეფექტურად ერთვებიან თამაშში“, - წერს გამოცემა ენრიკეზე.

30-კაციან რეიტინგს სრულად ბმულზე გაეცნობით, პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ლუის ენრიკე, პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა, ჰანსი ფლიკი, უნაი ემერი, ჯანპიერო გასპერინი, ჩაბი ალონსო, არნე სლოტი, ვენსან კომპანი და კრისტიან კივუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას საოცარი სეზონი ჰქონდა“ - ვიტინიამ ოქროს ბურთის ფავორიტებზე ისაუბრა
„კვარას საოცარი სეზონი ჰქონდა“ - ვიტინიამ ოქროს ბურთის ფავორიტებზე ისაუბრა