ერთი შეხება და გოლი - დოლტმურზიევმა ამხანაგურ მატჩში გაიტანა
ბელგიური Nieuwsblad-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა „ტორჰუტმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „ბრიუგეს“ 23-წლამდე გუნდი 3:1 დაამარცხა. ერთადერთი საპასუხო გოლი საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფორვარდის, ჰალიდ დოლტმურზიევის ანგარიშზეა, 16 წლის თავდამსხმელმა მეტოქის საჯარიმოში მცველს დაასწრო და პირველივე შეხებისას კარისკენ ზუსტად დაარტყა.
ჰალიდ დოლტმურზიევის გოლს ფონად „ბრიუგეს“ ჰიმნი ადევს
CrystalSport-ის ცნობით, ჰალიდი „ბრიუგეს“ 23-წლამდე გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს და უახლოეს მომავალში ოფიციალურ შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ინგუშმა ტალანტმა ჰალიდ დოტმურზიევმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ივნისის თვეში საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა, სადაც გოლეადორული თვისებები გამოავლინა, სამ ამხანაგურ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.