ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

„ჩემი მშობლებით ვამაყობ“ - ბასილაშვილის ბავშვობის უცნობი კადრები

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბავშვობის უცნობ კადრებს Facebook-ში აქვეყნებს და შემდეგ ტექსტს ურთავს: „საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ძალიან ვამაყობ ჩემი მშობლებით, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს აკეთებდენენ ჩემი და ჩემი ძმის წარმატებისთვის''.

ვიდეოში ჩოგბურთელის მამა სპორტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მიმდინარე წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი ოპერაცია გაიკეთა, თუმცა იდაყვის არეში კვლავ გრძნობდა ტკივილს, რის გამოც მესამე ოპერაცია ჩაუტარდა.

„მოსამზადებელი პერიოდის დროს იდაყვის არეში ტკივილს ისევ ვგრძნობდი, რის გამოც მესამე ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ვიმედოვნებ, მომდევნო თვის მანძილზე ტკივილის გარეშე მოვემზადები“ – დაწერა ბასილაშვილმა Instagram-ის „სთორიში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები