ჩელსი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ზღაპრული წინადადება - ალ ჰილალის შეთავაზება მბაპეს და პსჟ-ს

ბოლო 24 საათში კილიან მბაპეს ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. როგორც ცნობილია, პსჟ-მ ის წინასასეზონო ტურნეს განაცხადიდან ამოიღო და მალევე დადასტურდა, რომ კლუბმა ის ტრანსფერზე დააყენა.

კლუბმა მბაპეს უკვე აცნობა, რომ ის ტრანსფერზეა დაყენებული. პარიზელები დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთელს მადრიდის რეალთან შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც 2024 წელს ის სამეფო კლუბს უფასოდ შეუერთდება, როგორც თავისუფალი აგენტი.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფრანგი სუპერვარსკვლავის გადაბირება რამდენიმე კლუბს მოუნდა. ყველაზე ბევრს კი „ჩელსიზე“ და „ალ ჰილალზე“ წერენ.

მაგალითად, RMC Sport-ის ჟურნალისტი, ფაბრის ჰოუკინსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის დიდი სურვილი ლონდონის „ჩელსის“ აქვს. ამ მომენტისთვის, „არისტოკრატები“ ტრანსფერის განხორციელების მიზანშეწონილობას განიხილავენ და პსჟ-სთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.

ასევე გააქტიურდა „ალ ჰილალი“. არაბული კლუბი „პარი სენ ჟერმენს“ მბაპეს სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო თავად ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტში 400 მილიონ ევროს ჰპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
37 წლის ასაკში დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა
37 წლის ასაკში დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა