თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუს ბოლონიას აღმასრულებელი დირექტორი: „შენგელია არსად მიდის“

„ვირტუს ბოლონიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ლუკა ბარალდი ბერძნულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. გუშინ, დაიწერა, რომ თორნიკე შენგელია კარიერის „პანათინაიკოსში“ გაგრძელებს აპირებს და იტალიურ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს, მაგრამ ბარალდიმ ეს ცნობები უარყო.

„თორნიკე შენგელია არ იყიდება და მის ტრანსფერზე რომელიმე კლუბთან მოლაპარაკებები არ ყოფილა. ვადასტურებთ, რომ თოკო მომდევნო სეზონში ვირტუს ბოლონიას რიგებში ითამაშებს“, - ნათქვამია ბარალდის განცხადებაში.

რა დაიწერა შენგელიაზე

ბერძენი ჟურნალისტის, გეორგე ზაკასის მიხედვით, შენგელიამ „პანათინაიკოსს“ შეატყობინა, რომ „ვირტუს ბოლონიასთან“ მოლაპარაკებებს თავად გამართავს. „მწვანეებს“ თოკოს გამოსასყიდი თანხის გადახდა არ მოუწევთ და შენგელია ეცდება, „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს, შემდეგ კი „პანათინაიკოსს“ შეუერთდეს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ მაისურით საშუალოდ 12.1 ქულას, 6.1 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ასეთი მოთამაშეების დამატება ადვილი არაა“ - პეტრუცი ხვიჩასა და კიმზე
    „ასეთი მოთამაშეების დამატება ადვილი არაა“ - პეტრუცი ხვიჩასა და კიმზე