ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი მზადაა დარჩეს | ნიგერიელის მოთხოვნები კონტრაქტის გახანგრძლივებამდე

ცნობილი იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, ვიქტორ ოსიმენის მომავალია განხილული. ნიგერიელი ფეხბურთელი ევროპული გრანდების რადარზე იმყოფება, მაგრამ „პარტენოპეის“ მისი გაშვება არ უნდა და კლუბის დატოვებაზე არც ოსიმენი ფიქრობს.

„ნაპოლი“ ვიქტორს 200 მილიონ ევროდ აფასებს და გამომდინარე აქედან, 24 წლის თავდამსხმელის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი კლიენტი გაუმჯობესებულ კონტრაქტს იმსახურებს. ისინი „პარტენოპეის“ წინადადებით, რომელიც ხელფასის სახით, 6.5 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს მოიაზრებს, კმაყოფილი არ არიან.

ანაზღაურების გარდა, კიდევ ერთი საკითხია ხაზგასასმელი. ოსიმენს სურს, იცოდეს, „ნაპოლის“ როგორი გუნდი ეყოლება და ლიდერებს, რომელთა წასვლის შანსიც მაღალია (კიმი, ზელინსკი, ლოზანო, დემე) როგორ შეცვლიან. ოსიმენს დარჩენა, კონტრაქტის გახანგრძლივება და „ნაპოლისთან“ ერთად გამარჯვებების მოპოვება სურს, სანაცვლოდ კი შემადგენლობის გაძლიერებასა და მაღალი დონის ფეხბურთელების ღირსეული შემცვლელების მოყვანას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელს „პარტენოპეისთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მისით „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ნაპოლის ამხანაგური შეხვედრები ელოდება | როდის ითამაშებს კვარა
    ნაპოლის ამხანაგური შეხვედრები ელოდება | როდის ითამაშებს კვარა