ნიუკასლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

BBC: „ამ მოცემულობით, კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელია“

ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ პრემიერ ლიგის გუნდი „ნიუკასლ იუნაიტედი“ საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით არის დაინტერესებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „კაჭკაჭებმა“ ნეაპოლელებს ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 95 მილიონი ევროც შეთავაზეს.

ამასთან დაკავშირებით დღეს გავლენიანმა ბრიტანულმა ტელევიზია BBC-მაც დაწერა. ჟურნალისტმა ჰარი დე კოსემომ „ნიუკასლის“ ინტერესი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ედი ჰაუს გუდისთვის ამ ტრანსფერის განხორციელება თითქმის შეუძლებელი იქნება.

რას წერს BBC:

ედი ჰაუსთვის პრიორიტეტული სამი პოზიციის გაძლიერება იქნება. პირველი: მას სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის დონეზე მოთამაშე მარცხენა მცველი შეიძინოს. ასევე, მისი სურვილია ცენტრალური მცველისა და შემტევის შეძენაც.

ედი ჰაუს ძალიან მოსწონს ჰარვი ბარნსი და ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა ენტონი გორდონის ტრანსფერი 40 მილიონი ფუნტის გადახდის გამო, კლუბი ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევის ზღვარზეა. „ნიუკასლის“ ერთადერთი გამოსავალი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაა, რითაც გუნდი სატრანსფერო ბიუჯეტს გაზრდის. ამ მოცემულობით, „კაჭკაჭებისთვის“ რაიმე ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი ჩანს.

როგორც გითხარით, „ნიუკასლმა“ ხვიჩას ყიდვაზე „ნაპოლის“ 95 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხაა. „ნაპოლის“ პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით, არ გაუკეთებია, თუმცა, იწერება, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას გაყიდვაზე უარს იტყვის და ქართველ ფეხბურთელს მინიმუმ 1 სეზონით შეინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე