სარბიელის გამოკითხვით კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია
გაზეთი „სარბიელის“ გამოკითხვით, 2022-23 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
გამოკითხვაში მედიის 86 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან 84-მა პირველ ადგილზე ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა, კვარაცხელიამ 256 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით გაასწრო გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც 130 ქულა მიიღო. მესამე პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილი 99 ქულით გავიდა.
CrystalSport-ის ჟურნალისტების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ირაკლი გოგვაძე: 1) კვარაცხელია 2) მიქაუტაძე 3) მამარდაშვილი
მამუკა კუკულაძე: 1) კვარაცხელია 2) მიქაუტაძე 3) მამარდაშვილი
სალომე საგინაშვილი: 1) კვარაცხელია 2) მამარდაშვილი 3) მიქაუტაძე
დავით სხირტლაძე: 1) კვარაცხელია 2) მამარდაშვილი 3) მიქაუტაძე
ირაკლი ფოფხაძე: 1) კვარაცხელია 2) მიქაუტაძე 3) ლოჩოშვილი
დიმა შარიქაძე: 1) კვარაცხელია 2) მიქაუტაძე 3) ლოჩოშვილი
2022-23 წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი გიორგი გოჩოლეიშვილი გახდა. აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებულის გამოვლენაში 82 ჟურნალისტიდან 76-მა არჩევანი გოჩოლეიშვილის სასარგებლოდ გააკეთა. CrystalSport-ის ჟურნალისტებმა ხმა გოჩოლეიშვილს მისცეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2022-23 წლების სეზონის სერია ა-ში 34 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 37 შეხვედრაში 23 გოლი შეაგდო, 8 საგოლე პასი შეასრულა. მეტწილად მისმა შედეგიანმა თამაში განაპირობა „მეცის“ აღზევებაში ლიგა 1-ში.
„ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 38-ვე ტურში ითამაშა, 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ქართველი მეკარის დამაჯერებელმა თამაშმა „ვალენსიას“ ლა ლიგა-ში დარჩენას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს