მარკეტა ვონდროუშოვა
Aa
Aa

პირველი დიდი სლემი კარიერაში - ვონდროუშოვამ უიმბლდონი მოიგო

2023 წლის უიმბლდონის ქალთა თანრიგი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ვონდროუშოვა და ონს ჟაბური დაუპირისპირდნენ. მატჩი საათი და 22 წუთი გაგრძელდა. გულშემატკივრებმა კი საკმაოდ მშვიდი დაპირისპირება იხილეს.

პირველ სეტში, ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე ცუდად თამაშობდნენ. ჟაბურმა ორი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ვონდროუშოვამ ერთით მეტი და პირველი სეტის გამარჯვებული(6:4) სწორედ ჩეხი გახდა.

არც მეორე სეტი იყო განსხვავებული. პირველივე გეიმში ვონდროუშოვამ ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა ჟაბურმა უმალ უკუ-ბრეიკი გაიფორმა. მეტიც, ტუნისელი ჩოგბუელი ბრეიკითაც იგებდა 3:1-ს, მაგრამ ჩეხმა ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეცხრე გეიმში წინ გავიდა, მატჩზე ჩააწოდა და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ვონდროუშოვამ ფინალამდე სტრინსი, კუდერმეტოვა, დონა ვეკიჩი, ბუზკოვა, პეგულა და სვიტოლინა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები