ბარსელონა, ატლეტიკო, პსჟ, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

პსჟ-ს ფელიქსი სურს - მისი ოცნება კი ბარსელონაა

ჟოაუ ფელიქსის სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. პორტუგალიელ შემტევს დიეგო სიმეონემ 7-ნომრიანი მაისური წაართვა და მეორე გუნდთან ერთად ავარჯიშებს.

თავად ფეხბურთელს „ატლეტიკოს“ დატოვება სურს, მაგრამ დღევანდელ დღემდე მას შეთავაზება მხოლოდ „ასტონ ვილადან“ ჰქონდა. ეს კი მის ამბიციებში არ ჯდება. ფელიქსს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში.

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ახალ ინფორმაციას გვთავაზობს. ჟოაუს გადაბირება „პარი სენ ჟერმენს“ სურს, მაგრამ, როგორც წყარო წერს, ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნება „ბარსელონაში“ თამაშია.

2023 წლის იანვარში, „როხიბლანკო“ და „ბლაუგრანა“ ფელიქსის ტრანსფერზე ფაქტობრივად შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ბოლო წამს მადრიდულმა კლუბმა უკან დაიხია. ფელიქსი კი „ჩელსიში“ გადაბარგდა.

AS-ის ჟურნალისტი მანუ საინსი წერს, რომ „ბარსელონა“ ფელიქსის შეუძლებელი ოცნებაა, რადგან ამ მომენტისთვის, კატალონიურ გრანდს მისი ყიდვის არც შესაძლებლობა აქვს და დარეგისტრირების უფლებაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ვან დერ საარი ნიდერლანდებში გადაიყვანეს
მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ვან დერ საარი ნიდერლანდებში გადაიყვანეს