ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

კანსელუ ბარსელონას უახლოვდება

Cat Radio-ს ცნობით, ჟოაუ კანსელუ შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

წყაროს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი საკმაოდ რეალურია. კლუბი პორტუგალიელი განაპირა მცველის იჯარის წესით დამატებას ცდილობს, რაც გაცილებით რეალურია, ვიდრე მისი სრულად გამოსყიდვა.

„ბარსელონას“ ეკონომიკური კრიზისი აქვს და ფეხბურთელების სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას ვერ ახერხებენ. ეს კი არა, „ბარსას“ მოთამაშეთა დარეგისტრირებაც უჭირს.

კატალონიელთა მთავარი პლუსი ფეხბურთელის სურვილია. კანსელუს ლა ლიგაში დაბრუნება და „ბარსას“ რიგებში თამაში სურს და შესაძლოა მხარეებმა იჯარასა და გამოსყიდვის უფლებაზე მოილაპარაკონ.

„სიტის“ გადაწყვეტილი აქვს, რომ პორტუგალიელს გაყიდიან, მიუნხენის „ბაიერნი“ კი მის გამოსყიდვას არ გეგმავს.

ნებისმიერ შემთხვევაში „ბარსელონას“ პირველ რიგში ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავის დარეგისტრირებას ვერ შეძლებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    იეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
    იეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით