კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუს გუნდს პრობლემები აქვს | ალ-ნასრი ახალ ფეხბურთელებს ვერ დაარეგისტრირებს

ფიფამ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ სატრანსფერო დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამ ინფორმაციას CBS-ის ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი ავრცელებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება აჰმედ მუსას ტრანსფერს უკავშირდება.

ჯეიკობსის ცნობით, ფიფამ „ალ-ნასრის“ ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება აუკრძალა, რადგან „ლესტერს“ ბონუსი არ გადაუხადა. საუდის არაბეთის წარმომადგენელს „ლესტერისთვის“ 460 000 ევრო უნდა გადაეხადა, მას შემდეგ, რაც 2018-20 წლებში, მუსამ ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტი შეასრულა, მაგრამ „ალ-ნასრის“ ეს არ გაუკეთებია.

როგორც ირკვევა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება „მელიების“ სასარგებლოდ მიიღო, მაგრამ „ალ-ნასრის“ ინგლისური კლუბისთვის თანხა მაინც არ გადაუხდია. ჯეიკობსის ცნობით, ფიფამ რადიკალური ზომები სწორედ ამიტომ მიიღო.

როგორც ირკვევა, სატრანსფერო დისკვალიფიკაცია დიდხანს არ გაგრძელდება. „ალ-ნასრი“, უახლოეს კვირებში, 460 000 ევროს გადაიხდის და ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლებას მიიღებს. ამასთან, კლუბი დანერგავს ახალ სისტემას, რომელიც მსგავს ინციდენტებს თავიდან აირიდებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ტრანსფერი გაიყინა“ - France football-ის ჟურნალისტი ჩაკვეტაძეზე
„ეს ტრანსფერი გაიყინა“ - France football-ის ჟურნალისტი ჩაკვეტაძეზე