ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურია ვოლკანოვსკიზე: „შოკშია, რადგან ჩემი სახით დიდი პრობლემა შეხვდა“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, რომელიც უახლოეს პერიოდში ალექსანდრ ვოლკანოვსკის პოტენციურ მეტოქედ განიხილება, ცნობილ იუთუბ არხ MMAFightingonSBN-ის ეთერში ავსტრალიელი მებრძოლის შესახებ ისაუბრა და მასთან შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენა.

თავდაპირველად, „მატადორმა“ იაირ როდრიგესთან ვოლკანოვსკის ბრძოლა შეაფასა და განაცხადა, რომ ავსტრალიელის ჩხუბს მასზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

რას ამბობს თოფურია:

საერთოდ არ აღმაფრთოვანა მისმა ბრძოლამ. მან უბრალოდ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ზოგადად, მისი ბრძოლის სტილი არ მომწონს, არ ვიცი რატომ. ხალხი ამბობს, რომ მასთან ბრძოლა ჩემთვის მძიმე იქნება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ხალხს MMA-სთან არაფერი აქვთ საერთო.

თავდაჯერებულობას არასდროს ვუჩიოდი და ახლაც, ეს უმაღლეს საფეხურზეა. საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული ვარ და ეჭვი არასდროს შემპარვია. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ვოლკანოვსკის მარტივად დავამარცხებ. ყველა ფიქრობს, რომ ეს ტოპ ჩხუბი იქნება, ის კი ამბობს, რომ ჩემთან ბრძოლა მარტივი იქნება, თუმცა მას ყველაზე კარგი შემსრულებლის წინააღმდეგ მოუწევს ჩხუბი. ვნახავთ, კიდევ იქნება თუ არა ისეთივე ენერგიული ჩემპიონი.

მისგან უპატივცემულობას არ ვგრძნობ. შეუძლია თქვას ის, რასაც მოისურვებს. მე ვიცი რაც მოხდება, როდესაც ერთმანეთს დავუპირისპირდებით, მანამდე კი შეუძლია ის ილაპარაკოს, რაც უნდა. ზოგადად, ჩხუბამდე ყველა იძახის რომ დამამარცხებს, მაგრამ შემდეგ ხედავთ რაც ემართებათ. ახლა ის იძახის იმავეს და ფიქრობს, რომ დამამარცხებს, მაგრამ მარტივი ბრძოლა იქნება.

ამის შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა UFC 290-ზე ვოლკანოვსკისთან დიალოგი გაიხსენა:

პირველ რიგში ვიჯექი, როდესაც გამოდიოდა. დამინახა და დამიძახა, მეც გადავხტი და პირისპირ დავდექით. რა ვიფიქრე? როგორი პატარა და დაბალი ბიჭი იყო... მკითხა, მზად ვიყავი, თუ არა... მე კი ვუპასუხე, რომ ამისთვის დაბადებიდან მზად ვიყავი... იცით, საკუთარ თავში დარწმუნებულივარ, ის კი შოკირებულია, რადგან ჩემი სახით, დივიზიონში უდიდესი პრობლემა შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ იაირ როდრიგესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა. ილია თოფურიამ კი ორი კვირის წინ ჯოშ ემეტს ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: ვოლკანოვსკი რეალურ საფრთხეს გაურბის, მე გამირბის
თოფურია: ვოლკანოვსკი რეალურ საფრთხეს გაურბის, მე გამირბის