სტეფანოს ციციპასი, კრისტოფერ ეუბანკსი
Aa
Aa

ეუბანკს ვერ აჯობა - ციციპასი უიმბლდონს დაემშვიდობა

უიმბლდონის მერვედფინალში შეიძლება ითქვას სენსაცია დაფიქსირდა. კარგ ფორმაში მყოფი სტეფანოს ციციპასი კრისტოფერ ეუბანკს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, 5 სეტში 6:3 6:7 6:3 4:6 4:6 დამარცხდა.

პირველი სეტი ისე დაიწყო, რომ ბერძენის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. სტეფანოსმა ორი ბრეიკი შეასრულა და დამაჯერებლად მოიგო.

ამის შემდეგ ამერიკელმა მოუმატა და მეორე სეტში საკუთარი ჩაწოდება არ დათმო. სეტი ტაი-ბრეიკში გადავიდა, სადაც უკეთესი კრისტოფერი აღმოჩნდა. მესამე რაუნდში კვლავ ციციპასი დომინირებდა. ორი ბრეიკი და დამსახურებული გამარჯვება.

მეოთხე სეტში დაძაბული ბრძოლა წარიმართა. მე-9 გეიმში ამერიკელმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და მატჩში წონასწორობა აღადგინა. დისაიდერში ეუბანკსი პირველივე გეიმში დაწინაურდა, თუმცა ციციპასმა მეექვსე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩში დაბრუნდა.

თითქოს სტეფანოსმა ფსიქოლოგიური უპირატესობა დაიბრუნა, მაგრამ უმალ ამერიკელმა უკუბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. აღნიშნული დაპირისპირება 3 საათი და 7 წუთი გრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ოქროს მედალი და რეკორდი! - საბა ადამიას ტრიუმფი 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე
3 ოქროს მედალი და რეკორდი! - საბა ადამიას ტრიუმფი 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე