ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, ჯეიმს ტრაფორდი
Aa
Aa

„გვსურდა, იშვიათი გამოცდილება მიგვეღო“ - ტრაფორდმა საქართველოზე ისაუბრა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალის გმირი ინგლისელი ჯეიმ ტრაფორდი გახდა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ჯერ პენალტი მოიგერია, შემდეგ კი - დამატებაზე დარტყმული. მისი ბრწყინვალე თამაშის გამო დამატებითი დრო არ დაინიშნა, ინგლისმა ესპანეთს კურტის ჯოუნსის გოლით მოუგო და ისტორიაში მესამედ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა (1982, 1984, 2023).

აღსანიშნავია, რომ ტრაფორდმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუშვია.

ფინალამდე ჯეიმს ტრაფორდმა ქართულ „იუთუბის“ არხთან, 21Sports-თან საქართველოს შესახებ ისაუბრა.

„აქამდე ბევრი არ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ... მხოლოდ ის, რომ ამინდი კარგი უნდა ყოფილიყო. მითხრეს რომ ბათუმი ლას ვეგასს წააგავს. ქალაქში არ გავსულვართ, თუმცა ის ლამაზად გამოიყურება. ქუთაისის სასტუმროშიც ყველაფერი გვქონდა, რაც გვჭირდებოდა. 

სტადიონები ლამაზია და გულშემატკივრობა კარგი, განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების თამაშებზე. გულშემატკივრობა შესანიშნავი იყო - ნიდერლანდებსა და ისრაელთან თამაშებს 40 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ჩვენ გვსურდა მიგვეღო ისეთი იშვიათი გამოცდილება, როდესაც ამდენ ხალხში ბევრი ინგლისელი არ იქნებოდა, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად მხარს დაუჭერდა თავისი ქვეყნის ნაკრებს. ვფიქრობ, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა“.

20 წლის ჯეიმს ტრაფორდი „მან. სიტის“ ფეხბურთელია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში პრემიერ ლიგაში აღზევებულ „ბარნლიში“ გადავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით