კილიან მბაპე, უსმან დემბელე
Aa
Aa

ლივერპული მბაპეში 200 მილიონს იხდის - პსჟ მის შეცვლას დემბელეთი გეგმავს

„ლივერპული“ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში ჩაება და პარიზელებს პირველი შეთავაზებაც გაუკეთა.

ესპანური ტელევიზია El Chiringuito ამბობს, რომ „ლივერპულმა“ მბაპეს სანაცვლოდ 200 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, რომელიც პარიზელებს უკვე მაგიდაზე უდევთ და „მერსისაიდელები“ პასუხს ელიან.

ჟურნალისტი ედუ აგირე ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ინგლისელთა ინტერესი სერიოზულია და „წითლები“ ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებენ.

ბოლო დღეებია ესპანური პრესა წერს, რომ „რეალი“ კილიანის შეძენაზე სერიოზულად მუშაობს, თუმცა ამ დრომდე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ განაცხადა, რომ მბაპე მის გუნდს უფასოდ არცერთ შემთხვევაში არ დატოვებს.

მბაპეს 2024 წელს პსჟ-ს უფასოდ დატოვების შესაძლებლობა ექნება. თუ კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, პარიზელებს მისი ახლა გაყიდვა მოუწევთ.

ბოლო საათებში ასევე დაიწერა, რომ პსჟ მბაპეს შემცვლელად უსმან დემბელეს მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძლიერი და სუსტი მხარეები | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე
ძლიერი და სუსტი მხარეები | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე