ჩელსი, რომა, მაურისიო პოჩეტინო, პაულო დიბალა
Aa
Aa

დიბალა პრიორიტეტია - პოჩეტინო ტრანსფერზე პირადად იმუშავებს

ლონდონის „ჩელსიში“ დიდი წმენდა მიმდინარეობს. გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ამის პარალელურად მაურისიო პოჩეტინო შეტევის გაძლიერებას გეგმავს.

Goal.Com-ის ინფორმაციით, არგენტინელ სპეციალისტს პაულო დიბალას გადაბირება სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. წყაროს ცნობით, „არისტოკრატები“ პაულოსთვის ხელფასის სახით 12 მილიონი ევროს მიცემას აპირებენ. ეს კი იმაზე გაცილებით მეტია, რაც „რომაში“ აქვს.

თავის მხრივ, ფეხბურთელის დაყოლიება რთული იქნება, რადგან მას ჟოზე მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და არგენტინელი რომში გულშემატკივრებს ძალიან უყვართ.

შეგახსენებთ, 29 წლის შემტევი „რომას“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა.  დიბალამ გასულ სეზონში „რომას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 38-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, ბოლო პერიოდში „ჩელსი“ კალიდუ კულიბალიმ, მეისონ მაუნტმა, სესარ ასპილიკუეტამ, ნგოლო კანტემ, მატეო კოვაჩიჩმა, კაი ჰავერცმა და რუბენ ლოფტუს-ჩიკმა დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Guardian: კეინმა ტოტენჰემს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა
The Guardian: კეინმა ტოტენჰემს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა