Aa
Aa

"ფენერბახჩე VS "ბეშიქთაში" - სისხლიანი სტამბულური დერბი: 7 ყვითელი და 5 წითელი!

თურქეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი სტამბულში შედგა, სადაც დერბიში "ფენერბახჩემ" "ბეშიქთაშს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოლები ჟულიანომ (20) და ვინსენტ იანსენმა (86) გაიტანეს, სტუმართა მხრიდან კი რაიან ბაბელი (87) გამოირჩა. 

შეხვედრა საოცრად დაძაბული და უხეში გამოდგა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი და 5 წითელი ბარათი უჩვენა. 

"ფენერის" შემადგენლობაში ნეტომ და ცვლილებაზე გამოსულმა ისმაილ ქიუბაშიმ პირდაპირ წითელი ბარათები მიიღეს. სტუმართა რიგებში კი მოედნიდან რიკარდო კვარეჟმა, ატიბა ჰატჩინსონი და იოზაკუპი გააძევეს. 

პირველი ტაიმის მიწურულს  მოედნის დატოვება "ბეშიქთაშის" თავკაცს შენოლ გიუნეშსაც მოუწია, რომელმაც კვარეჟმას გაძევების გამო უკმაყოფილება გამოხატა.

თურქეთის სუპერ ლიგაში, 6 ტურის შემდეგ "ბეშიქთაში" 13 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო "ფენერი" 11 ქულით მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები