შავი ლომი ჩელენჯ თასზე იასპარეზებს | ამას ოფიციალურად მალე დაადასტურებენ
Aa
Aa

შავი ლომი ჩელენჯ თასზე იასპარეზებს | ამას ოფიციალურად მალე დაადასტურებენ

ბრიტანულ პრესაში რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Daily Mail-ის ცნობით, საქართველოს რაგბის კავშირსა და ევროპული რაგბის მმართველ ორგანოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ქართულ ფრენჩაიზს, „შავ ლომს“ მალე ჩელენჯ თასის ტურნირზე დაამატებენ.

„ამბიციური საქართველოს იმედები, რომ რაგბის ელიტაში შეაბიჯოს, კიდევ ერთ ბიძგს მიიღებს. ქვეყნის მთავარი კლუბი, შავი ლომი პრესტიჟულ ევროპულ ტურნირს შეუერთდება. 2022 წელს, აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ სანაკრებო დონეზე იტალიისა და უელსის ნაკრებების დამარცხებით ხმამაღალი განცხადება გააკეთა და პროგრესის გაგრძელებას აპირებს. გასულ თვეში, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ინგლისს მოუგო და ქართველები აცხადებენ, რომ პლანეტის საუკეთესო მეტოქეების წინააღმდეგ მეტი მატჩის გამართვა სჭირდებათ.

ქართველი მორაგბეების დიდი ნაწილი ინგლისურ და ფრანგულ კლუბებში თამაშობს და საქართველოში ბევრს მუშაობენ, რათა ადგილობრივი საკლუბო რაგბი განავითარონ. 2021 წელს, მათ შავი ლომი დააარსეს და ქართული რაგბის კავშირი ევროპულ რაგბისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა 2023/24 წლების სეზონში, შავმა ლომმა ჩელენჯ თასზე იასპარეზოს. შავი ლომის ევროპულ რაგბიში მიღება, სადაც ისინი ინგლისურ, შოტლანდიურ, იტალიურ, უელსურ, ირლანდიურ და სამხრეთ აფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდებიან, საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო იქნება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც გავიგეთ, შავი ლომის მონაწილეობის საკითხი ოფიციალურად უახლოეს კვირებში დადასტურდება“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერ თასზე ასპარეზობდა, რომელშიც მონაწილეობას ექვსი ერის არაწევრი ქვეყნების კლუბები იღებენ. ეს ტურნირი 2021 წელს დაარსდა და ორივე სეზონი „შავი ლომის“ ტრიუმფით დასრულდა. გეტყვით იმასაც, რომ ჩელენჯ თასი მსოფლიოში მეორე ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვალენსიასთვის წინადადებით არავის მიუმართავს | მამარდაშვილს მსურველი არ ჰყავს
    ვალენსიასთვის წინადადებით არავის მიუმართავს | მამარდაშვილს მსურველი არ ჰყავს