იუვენტუსი, რომა, პაულო დიბალა
Aa
Aa

Tuttosport: იუვენტუსი დიბალას დაბრუნებას განიხილავს

იტალიური გამოცემა Tuttosport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ შემტევი ნახევარმცველი სჭირდება და ერთ-ერთ ვარიანტად პაულო დიბალას დაბრუნებას განიხილავს.

ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია, რომელიც „რომაში“ გადასვლით საკმაოდ კმაყოფილია. არგენტინელი შემტევი „ჯალოროსის“ მთავარი ვარსკვლავი და დამრტყმელი ძალაა.

შეგახსენებთ, რომ პაულო ტურინიდან 2022 წლის ზაფხულში წავიდა და ამის მიზეზი გაუმჯობესებულ კონტრაქტზე მოლაპარაკების ჩაშლა გახდა. დიბალას მოთხოვნილი ხელფასი იუვემ არ დააკმაყოფილა.

აქედან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია, რომ 29 წლის შემტევი ტურინულ კლუბში დაბრუნდეს.

ცნობისთვის, დიბალამ გასულ სეზონში „რომას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 38-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შახტარის ახალი მწვრთნელი - გოჩოლეიშვილს ნიდერლანდელი გაწვრთნის
შახტარის ახალი მწვრთნელი - გოჩოლეიშვილს ნიდერლანდელი გაწვრთნის