სოლომონ კვერკველია
Aa
Aa

„ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება გვინდა“ - კვერკველია ნაკრებსა და საკლუბო ფეხბურთზე

საქართველოს ნაკრებისა და ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ Azerisport-ს ინტერვიუ მისცა. 31 წლის უკანახაზელმა საქართველოსა და რუმინეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და ეროვნული ნაკრების ამბიციებზე ისაუბრა.

„სამწუხაროა, ახალგაზრდული ნაკრები ნახევარფინალში რომ ვერ გავიდა. სხვათა შორის, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და ბიჭების 50 პროცენტი კარგი კლუბების მთავარ გუნდებში ასპარეზობენ. ისრაელთან ძალიან, ძალიან ცოტა დაგვაკლდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში წავაგეთ. ეროვნულ გუნდს რაც შეეხება, ბევრი ტოპ ფეხბურთელი, განსაკუთრებით შეტევაში, და კარგი მთავარი მწვრთნელი გვყავს.

ჩვენი სურვილია, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავოთ, მაგრამ ვხვდებით, რომ ეს რთული იქნება. ყველაზე დიდი იმედი ერთა ლიგის პლეიოფს უკავშირდება. ჯგუფი მოვიგეთ და ყაზახეთთან გასამართი ნახევარფინალური მატჩი გველოდება. თუ მათ ბარიერს გავივლით, თურქეთს ან საბერძნეთს შევხვდებით. ერთი თამაში იქნება და ერთ თამაშში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. ძლიერი გუნდი გვყავს და შანსი ნამდვილად გვაქვს.

საკლუბო ფეხბურთი? არც თუ ისე ცუდი ჩემპიონატი გვაქვს, რომელიც ასე თუ ისე, გაძლიერდა. ევროპის ჩემპიონატისთვის ახალი სტადიონები ააშენეს და საქართველოში კარგი ლეგიონერები ჩამოდიან. ჯერჯერობით აღმასვლა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს აქვს და იმავეს კლუბებისგანაც ველოდებით“.

შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების სეზონში, კვერკველიამ მონაწილეობა 42 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე ორი გოლია. „ნეფთჩიმ“ აზერბაიჯანის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ტურინულ გრანდში? - ჯუნტოლი სამ ფორვარდზე ფიქრობს
მიქაუტაძე ტურინულ გრანდში? - ჯუნტოლი სამ ფორვარდზე ფიქრობს